Monday, December 10, 2018

დღე-მეშვიდე

 ტრენინგის მეშვიდე დღე დავიწყეთ როგორც ყოველთვის სასწავლო პროექტის გეგმის განხილვით, კერძოდ განვიხილეთ სასწავლო პროცედურების აღწერა, ტრენერისაგან მივიღეთ  უამრავი საინტერესო რეკომენდაცია და რჩევა.
   ასევე ვისწავლეთ, თუ როგორ შეგვექმნა პრეზენტაციის მომზადების ჩექლისტი,
 შევქმენით  მოსწავლეთა წინასწარი, სავარაუდო პრეზენტაციის სავარაუდო ვერსია, პრეზენტაციის ჩექლისტის გათვალისწინებით
    Drive- ში შევქმენით ,,გუგლ-დრაივერის '' გამოყენებით კითხვარის ფორმა.ვისწავლეთ თითქმის ყველა ტიპის კითხვარის შედგენა და მისი რედაქტირება.ავტვირთეთ საკუთარ პორტფოლიოში და მივიღეთ საშინაო დავალება.
      ტრენინგის ეს დღეც როგორც ყველა განვლილი დღე საინტერესო აღმოჩნდა, დატვირთული უამრავი საინტერესო აქტივობებით, საინტერესო მასალებით და ტრენერის მიერ მოწოდებული საინტერესო და სასარგებლო რჩევებით და რეკომენდაციებით.
   

No comments:

Post a Comment