Saturday, December 15, 2018

დღე-მეცხრე

    ტრენინგის მეცხრე დღე დავიწყეთ დავალების შემოწმებით..კიდევ ერთხელ განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლება და შევიტანეთ კორექტირებები გემაში. სასწავლო პროექტის გეგმა შევავსეთ სრულყოფილად.ინტერნეტრესურსებში ვისწავლეთ თუ როგორ შეიძლება მივაბათ საჭირო ინფირმაციას სასურველი ბმული. Hyperlink-ის საშუალებით. რომელიც დამეხმარება ნებისმიერ ვორდის დოკუმენტში ინტერნეტ ლინკზე მარტივად წვდომაში.
   ასევე  ვისწავლეთ, თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ბლოგის Maps აპლიკაცია.რომელიც დამეხმარება მოსწავლეების პროექტები გავხადო მეტად საინტერესო რეალურ- ვიზუალური ხედვით.
    პრენინგის ბოლო მოდულზე განვიხილეთ თითოეული მონაწილის პროექტ-გეგმები დეტალურად.თოთოეულ ჩვენთაგანს ტრენერმა მოგვაწოდა უამრავი რეკომენდაცია და რჩევა,რომელიც იყო საჭირო და აუცილებელი. შეჯამების ფაზა აღმოჩნდა ძალიან საინტერესო.
      საბოლოო ჯამში ინტელის ტრენინგმა და ტრენერმა: ბატონმა  გიორგი არამაშვილმა მომცა იმის საშუალება, რომ გავხადო ჩემი გაკვეთილები ძალიან საინტერესო მოსწავლეებისათვის და ვუპასუხო  21-ე საუკუნის საჭიროებებსა და მოთხოვნებს.
       ძალიან დიდი მადლობა!

No comments:

Post a Comment