Friday, December 14, 2018

დღე- მერვე

     ტრენინგის მერვე დღე დავიწყეთ საშინაო დავალების შემოწმებით, კერძოდ ჩვენი დავალება იყო პროექტის შეფასების კითხვარი შეგვედგინა Driver- ში. შეფასების კითხვარის შედგენა დაგვეხმარება რომ მოსწავლეებმა მიიღონ მონაწილეობა გამოკითხვაში, ელექტრონული ვერსიის გამოყენებით.
    კვლავ დავუბრუნდით პროექტის გეგმას და შევიმუშავეთ პროექტის შეფასების რუბრიკები, რომელიც დაგვეხმარება მოსწავლეებთან ერთად ზუსტად შევაფასოთ პროექტი.
        ინტელის სახელმძღვანელოს დახმარებით გადმოვტვირთეთ უამრავი საჭირო მასალა და ავტვირთე საკუთარ ბლოგზე საჭირო რესურსების დოკუმენტში  მასალები: პორტფოლიოს ჩეკლისტი, პორტფოლიოს შეფასებისრუბრიკა,პროექტის მახასიათებლის ჩეკლისტი,სტანდარტებისა და მიზნების რუბრიკები,განახლებული ბლუმის ტაქსონომიის სიტყვები, აქტივობები მოსწავლეთა დასაჯგუფებლად,შეფასების დაგეგმვა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისთვის და ასევე  კონელის კითხვარი – მრავალმხრივი ინტელექტის გაზომვის ინსტრუმენტი, რომელიც დამეხმარება რომ დავადგინო ბავშვების ინდივიდუალური შესაძლებლობები და დავგეგმო შესაბამისი აქტივობები.
        ტრენინგზე განვიხილეთ ინტელის მეშვიდე მოდულის თემა: ფასილიტაცია ტექნოლოგიებით რომელიც დამეხმარება რომ ჩავრთო ყველა მოსწავლე სასწავლო პროცესში.ასევე განვიხილეთ მოდული მერვე,რომელიც გულისხმობს სხვადასხვა აქტივობებს რომელიც ყველანაირი შესაძლებლობის მქონე მოსწავლეს ჩართავს სასწავლო პროცესში.ტრენერისაგან  მივიღეთ დავალებები  და დავგეგმეთ მეცხრე დღის აქტივობები. 

No comments:

Post a Comment